ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა საზოგადოებრივ ადგილზე ცხვარი დაკლეს და ასე სცადეს წარმატებისთვის მოეხმოთ.
ერაყმა მსოფლიოს შესარჩევის სტარტი ჩააგდო: ავსტრალიასთან 0:2, იაპონიასთან 1:2 და საუდის არაბეთთან 1:2 წააგო. ღმერთების გულის მოსაგებად ფეხბურთელებმა ძველ ტრადიციას მიმართეს: ყველას დასანახად ცხვარს ყელი გამოჭრეს.
ერაყელებს იმედი აქვთ, რომ ამის გამო ფორტუნა ტაილანდთან საშინაო მატჩში გაუღიმებს.
ერაყი ბოლოს მსოფლიო პირველობაზე 1986 წელს მექსიკაში გამოვიდა.