LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (17-23 ოქტომბერი)

47

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

ამ კვირაში ისევ მნიშვნელოვანი იქნება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობება, მოგიწევთ კარმული გამოცდის ჩაბარება, იძულებული გახდებით გამოიჩინოთ მაქსიმალური წინდახებდულობა, თავშეკავება და მოთმინება, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან და არ აღმოჩნდეთ უსარგებლო კონფლიქტებში ჩაბმული. ამ კვირაში ისევ მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, რაც თქვენი სულსწრაფობით და ზედმეტი რისკიანობით იქნება გამოწვეული, კარიერული წინსვლისა და წარმატების მისაღწევად კი, აუცილებელი გახდება შემოვლითი გზების მოძიება. არაა გამორიცხული იპოვნოთ ახალი საქმიანი პარტნიორებიც რომლებთან თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდება.

 

კურო

კვირის მეორე ნახევარში აუცილებლად იგრძნობთ გაუმჯობესებას,  გაძლიერდება შესუსტებული ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. თუმცა, იძულებული გახდებით  ჩაუღრმავდეთ და კარგად გაიაზროთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა მაქსიმალურად აარიდოთ თავი სერიოზულ შეცდომებს. მნიშვნელოვანი იქნება ახლობლებთან ურთიერთობაც, რადგან სწორედ მათი თანადგომა და მხარდაჭერა დაგეხმარებათ სტაბილურობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში. ძალიან კარგი კვირაა სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. არაა გამორიცხული იპოვნოთ თქვენი მეორე ნახევარიც.

 

ტყუპები

იქნებით მეტად ენერგიული და აქტიური, მოიმატებს თქვენი პატივმოყვარეობაც. გექნებათ სურვილი მოიპოვოთ აღიარება და გარშემომყოფების პატივისცემა, თუმცა ნუ გადააჭარბებთ, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ეგოიზმი, რათა შემცირებული ურთიერთგაგების ფონზე თავი აარიდოთ დამატებით კონფლიქტებს. წინა კვირის მსგავსად, უფროსი პარტნიორები ამ კვირაშიც შეზღუდავენ თქვენს თავისუფლებას, შეგიშლიან ხელს თვითგამოვლენასა და იდეების რეალიზაციაში, პროფესიონალურ წინსვლასა და განვითარებაში, რაც გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. ისევ ხშირი იქნება სპონტანური ურთიერთობები, ახალი ნაცნობების მიმართ უფრო მეტი ინტერესი და ნდობა გაგიჩნდებათ, ვიდრე ძველი მეგობრების მიმართ, რაც გარკვეულ პრობლემებს მოგიტანთ, რადგან არაა გამორიცხული ისეთ პარტნიორებს გადაეყაროთ, ვინც ჯერ საკმაოდ სანდოდ მოგეჩვენებათ, ძალიან მალე კი, აუცილებლად გააცრუებენ თქვენს იმედებს. მართალია, ეს კვირა ძირითადად სასიკეთოა, თუმცა, ნუ მოდუნდებით და აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა ნეგატიური ტენდენცია.

 

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში ნაკლებად სტაბილური იქნება თქვენი ემოციონალური მდგომარეობა, მიმდინარე მოვლენები კი, გარკვეულ ეჭვსა და შიშს გამოიწვევენ თქვენში. მნიშვნელოვანი გახდება მეგობრების, ახლობლების და ნათესავების თანადგომა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მორალური და ფსიქოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებას. კარგი პერიოდია შეხვედრებისთვის, ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რაც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სასიყვარულო ურთიერთობაში. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი საშინაო საქმეებში, არაა გამორიცხული გამოიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან ბევრად კომფორტული პირობები შეიქნათ სახლში, რაც მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობასა და საერთო მდგომარეობაზე.

 

ლომი

ამ კვირაში საგრძნობლად მცირდება ნეგატიური ტენდენციები, სამაგიეროდ აშკარად მატულობს პოზიტივი და იღბლიანობა, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ახლებურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. გახდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, მოიმატებს თქვენი ოპტიმიზმი და წარმატების მიღწევის შანსები, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ წინსვლასა და პროფესიონალური წარმატების მოპოვებას.

 

ქალწული

ამ კვირაში საგრძნობლად მაღალი იქნება პოზიტიური შანსებისა და შესაძლებლობების ალბათობა, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ იმ შედეგების მიღწევაში, რომელთაც უკვე დიდი ხანია ელოდებით. გაუმჯობესდება თქვენი ენერგოტონუსი და ემოციონალური მდგომარეობა, მოიმატებს ურთიერთგაგება პარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. მოემზადეთ შემდეგი კვირისთვის, რომელიც ბევრად უფრო სასიკეთო, წარმატების და პოზიტივის მომტანი იქნება.

 

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო პერიოდი გრძელდება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მზე და გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ წარმატების შანსებიც ძალიან მაღალია. გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა ხელს უწყობს ახალი იდეების დაბადებას და მათ წარმატებით რეალიზაციას, კარიერულ წინსვლას, ბიზნესის განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენას. წარმატებული იქნებით როგორც საქმიან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, შეძლებთ სოციალური სტატუსის ამაღლებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას,  საუკეთესო თვისებები გამოვლენას და წარმატების ნიღწევას. ეცადეთ იპოვნოთ ის გამოცდილი ადამიანები, ვინც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენაში.

 

მორიელი

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რადგან საკმაოდ რთული კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. არაა გამორიცხული თქვენმა ხშირმა გაღიზიანებამ უსიამოვნება გამოიწვიოს და ურთიერთობა დაძაბოს გარშემომყოფებთან,  წარმოიქმნება გარკვეული კონფლიქტები და კონფრონტაციები, თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდებიან მოშურნეები, ფარული მტრები და კონკურენტები, შემცირდება იღბლიანობაც. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა თქვენ მაინც სიამოვნებით ჩაებმებით ქველმოქმედებაში, არაა გამორიცხული დაამყაროთ მეტად საჭირო კონტაქტები და გამართოთ შეხვედრები, რაც თავის მხრივ აუცილებლად შეუწყობს ხელს თქვენს პოპულარობას საზოგადოებაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რაც უფრო გაიზრდება თქვენი პოპულარობა, მით უფრო თვალშისაცემი იქნება მოშურნეებისა და ფარული მტრების გააქტიურება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ახალი საქმეების წამოწყებას, კარგად გაიაზრეთ ყველა ნაბიჯი და მოემზედეთ შემდეგი კვირისთვის, რომელიც ბევრად იღბლიანი და წარმატებული იქნება.

 

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისში საკმაოდ ბევრი სირთულე შეგექმნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში. შემცირდება ურთიერთგაგება, გადამეტებული მოთხოვნები საკუთარი თავის და სხვების მიმართ კი, მნიშვნელოვნად დაძაბავენ სიტუაციას და არასასურველი კომფლიქტების მიზეზიც გახდება. მართალია, თქვენი შრომისუნარიანობა მაღალია, რასაც ყველა აღნიშნავს, მაგრამ ამ კვირაში წარმოქმნილი ნეგატიური მოვლენები მაინც არ მოგცემთ საკუთარი ორგანიზატორული ნიჭის სრულყოფილად გამოვლენის საშუალებას. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ, რადგან კვირის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, იგრძნობთ შინაგან ენთუზიაზმს, მეტი თავისუფლება მოგეცემათ თვითრეალიზაციისთვის, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მოპოვებაში.

 

თხის რქა

არაა გამორიცხული თავი იჩინონ გარკვეულმა სირთულეებმა პროფესიონალურ საქმიანობაში, მოულოდნელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები კი, გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ თქვენს გეგმებში. მეტი ყურადღება დაუთმეთ თეორიულ მუშაობას, კარგად გაიაზრეთ სამომავლო გეგმები და თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებისგან. საუკეთესო პერიოდი იდეების რეალიზაციისთვის შემდეგი კვირიდან იწყება, მანამდე კი, ეცადეთ სიტუაცია მოამზადოთ და მასქიმალურად გაიაზროთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ნიუანსი.

 

მერწყული

საკმაოდ კარგი პერიოდია, თუმცა გარკვეული სირთულეები მაინც მოსალოდნელია. ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს და ფარულ მტრებს, რომლებიც აუცილებლად ეცდებიან ხელი შეგიშალონ წინსვლასა და იდეების განხორციელებაში. მაღალია ჭორების და ინტროგების წარმოშობის ალბათობაც, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ავტორიტეტზე. თუმცა, მიუხედავად უარყოფითი ტენდენციებისა, ერთიანობაში კვირა მაინც საკმაოდ პოზიტიურია, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს სულიერ ზრდასა და ინტელექტუალურ განვითარებას, შეძლებთ მოგზაურობას და ცნობიერების გაფართოებას, მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც. სასიკეთოდ წარიმართება სხვადასხვა სახის ექსპედიციები, სემინარები და კონფერენციები, შეძლებთ შინაგანი თავისუფლების მოპოვებას და საკუთარი ნიჭისა და უნარის სრულყოფილად გამოვლენას.

 

თევზები

მართალია, შემდეგი კვირა ბევრად უფრო პოზიტიურია, მაგრამ სასიკეთო ცვილელები ამ კვირაშიც მოსალოდნელია. მნიშვნელოვნ დაგეხმარებას მიიღებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან და გამოცდილი კოლეგებისგან, რაც ხელს შეგიწყობთ თვითრწმენის მოპოვებაში. კვირის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები