ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები დორტმუნდში იმყოფებიან.
ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში სპეციალურად ჩაფრინდნენ.
კადრებს სოციალურ ქსელში თაკო ჩხეიძე გვიზიარებს, სადაც ვხედავთ ქართველების შეხვედრას.
„დორტმუნდი პატარა საქართველოა“ – აღნიშნავს თაკო და კადრებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-18_10-26-47_708959-576x1024.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-18_10-26-56_776596-576x1024.jpg)