თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირეს ამატებს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ AJet-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა 17 ივნისს მიენიჭა.