LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 გამორჩეული ტბა ყაზბეგში – „ბონ ვოიაჟი“

451
ყაზბეგი

ზაფხულის მოგზაურობა გრძელდება და მათ ვისაც სანახაობებთან ერთად ლაშქრობები უყვარსბონ ვოიაჟიამჯერად ყაზბეგის ტბების სანახავად გეპატიჟებათ. ამ მხარეს ტურები და განტვირთვა ცხელ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია. დღეს სამი ტბის შესახებ გიამბობთ,რომელთა მონახულებაც სწორედ აქ შეგიძლიათ:

ტბა ერკონოვანო

ამ ტბის სახელზე ბევრს საუბრობენ, ზოგი მას ჯუთას ტბას, ზოგი თინას ეძახი, თუმცა როგორც ადგილობრივები ჰყვებიან ეს ტბა ხელოვნურად ხუთმა ძმამ დააგუბა და მათი სახელების პირველი მარცვლებისგან (ერეკლე, კობა, ნოშრევანი, ვაჟა, ნოდარი) სახელიც დაარქვეს-ერკონოვანო. ტბა მდებარეობს სნოს თემში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ჭაუხების მთის ძირში. ეს ადგილი გასაკვირი არაა რომ საოცარი ხედებით გამოირჩევა და იქამდე მისვლა ფეხით არ არის რთული.

ტბა ყელიწადი

 მეორე ტბა, რომლის მონახულებასაც ყაზბეგში შეძლებთ ყელიწადის ტბაა.ის ზღვის დონიდან 3081 მეტრზე მდებარეობს. ამ მაჩვენებლით კი ის ის ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში. მასთან მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, და ციცაბო რელიეფზე სიარულიც მოგიწევთ ამიტომ ამ ტურის დაგეგმვამდე ეს ფაქტი აუცილებლად გაითვალისწინეთ.აქ მისასვლელად ორი გზა არსებობს. უფრო პოპულარული თრუსოს ხეობიდანაა. ულამაზესი ხედები,ველური ბუნება,ყვავილებით გადაფერდებული მინდვრები-ეს ყველაფერი გზად გელოდებათ,ამიტომ დაღლად ნამდვილად ღირს. ასევე მოგიწევთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ უღელტეხილზე გავლაც. ეს ხორისარის უღელტეხილია. მის მწვერვალზე ასვლას, თუ შეძლებთ ზღაპრული ხედები არასოდეს დაგავიწყდებათ.უღელტეხილიდან ტბამდე დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა. სიფრთხილეა საჭირო ნისლის დროს,რადგან დიდია გზის აბნევის ალბათობა. ყელიწადის ტბა ზამთარსა და გაზაფხულზე მუდმივად გაყინულია. მისი ზედაპირი დნობას იწყებს ივნისში და აგვისტო-სექტემბერში ყინულისგან თავისუფალია. ყელიწადის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე თეთრი არაგვი.

ტბა ბაყბუყა

კიდევ ერთი ტბა,რომელსაც ყაზბეგში ხშირად სტუმრობენ ბაყბუყას ტბაა. ის თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ აბანოს აღმოსავლეთით მდებარეობს. მას აბანოს ტბასაც უწოდებენ. ბუყბუყას ტბა შეიძლება იწოდებოდეს ასევე როგორც აბანოს მინერალური ტბა. ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშიროჟანგიანი ამოდის და ტბა თითქოს დუღს.სწორედ ამიტომ შეარქვეს ბაყბუყის ტბა. ზოგჯერ აირის წნევის ძალით წყალი 10–15 სმ სიმაღლეზე აიტყორცნება. მას უძირო ტბათაც მოიხსენიებენ,რადგან საკმაოდ ღრმაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g