LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას პირველი ორმაგი დუბლი და ზედიზედ ორი გამარჯვება

42

ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი „გოლდენ სტეიტში“. სუპერვარსკვლავებით სავსე გუნდის ხუთეულში დამკვიდრებულმა ქართველმა ცენტრმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩში თავისი პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ფაჩულიამ ეს ნიუ ორლეანში, „პელიკანსთან“ 122:114 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იყო და თამაში ისე შედეგიანად დაიწყო, რომ არასრულ 6 წუთში მას უკვე 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული. სწორედ ეს დრო გაატარა ზაზამ მოედანზე პირველ პერიოდში და შემდეგ მეორეში გამოჩნდა, 2 ქულა და 3 მოხსნაც მიითვალა და პირველი ნახევარი 10 ქულითა და 9 მოხსნით დახურა.

დიდი შესვენების შემდეგ, თამაის განახლებიდან ათიოდ წამში ზაზამ მოხსნა მიითვალა და მოედანზე ყოფნის მე-12 წუთისთვის ორმაგი დუბლი შეასრულა. ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 11 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა გოლდენსტეიტელებს არ გასჭირვებითა მებრძოლი მეტოქის გატეხვა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

„გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 39 წუთში 30 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 23 – სტეფ კარის.

zaza-18-devis-orlean

 
ფინიქსში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა

„გოლდენ სტეიტმა“ რეგულარული ჩემპიონატის მე-3 მატჩი დღეს, გამთენიისას ფინიქსში გამართა და ახალდაწყებულ ნბა-ს სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი წილი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.

ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მისთვის უმეტესი – 22 წუთი დაეთმო, რაც ქართველმა ცენტრმა კარგად გამოიყენა. ზაზამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ოკლენდელთა სასტარტოებიდან 37 ქულით კევინ დიურანტი გამოირჩა, 28 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია – 8 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

„გოლდენ სტეიტმა“ პირველი მეოთხედი 22:30 დათმო, თუმცა თამაში მალე გაათანაბრა და მედგრად მებრძოლი ფინიქსელები ბოლო პერიოდში გატეხა. ფაჩუულიას გუნდმა საბოლოოდ 105:100 იმარჯვა და 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 2 ნოემბერს, პორტლენდში „ბლეიზერსთან“ გამართავენ.

 

zaza-18-diurantis xeli

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები