LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ გადამწყვეტ მომენტში ჩაჭრა და დეტროიტს მოგებაში დაეხმარა (ვიდეო)

32

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც უდანაკარგოდაა. დეტროიტელებმა საკუთარ დარბაზში „ფილადელფიას“ უმასპინძლეს და დრამატული შეხვედრა ოვერტაიმში – 133:132 მოიგეს.

დამატებით ხუთწუთეულის ბოლო წუთზე – 128:128-ზე, ზაზამ მეტოქის კამერუნელ ცენტრ ჯოელ ემბიდს ბურთი მოპარა (ვიდეო 8:48-იდან) და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, სტუმრები დარჩენილ დროში მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ საფინალო სირენამდე არასრული ორი წამით ადრე, მატჩის მთავარმა გმირმა ბლიკ გრიფინმა (50 ქულა), მეტოქის სამწამიანში შესვლა მოახერხა. ფარქვეშ შესულ გრიფინზე, იმავე ემბიდმა თამაშის წესიც დაარღვია, თან ისე რომ ორქულიანის ჩაგდებაშიც ხელი ვერ შეუშალა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

ფაჩულიას 17 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა დაუგროვდა. ექვსიდან ოთხჯერ ფაჩულიამ საკითარ ფარზე, ორჯერ კი მეტოქისაზე იმარჯვა.

ზაზა და „დეტროიტი“ მორიგ შეხვედრას ისევ საკუთარ არენაზე „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები