LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტროიტმა მოგება გაიხსენა: ზაზას ამგარიშზე 2 ქულაა (ვიდეო)

46

წარუმატებელი სერიის შემდეგ, „დეტროიტ პისტონზმა“ მოგება გაიხსენა.

დუეი კეისის გუნდი ორლანდოს ესტუმრა და „ემვეი ცენტრში“ 103:96 გაიმარჯვა. მიჩიგანელთა გამარჯვებაში მოკრძალებული წვლილი ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა, 12:52 წუთში, 2 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. გამარჯვებულებს ანდრე დრამონდმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 19 მოხსნაა. ბლეიკ გრიფინმა, თამაში 20 ქულით დაასრულა.

ზედიზედ ხუთი შეხვედრის წაგების შემდეგ, ეს „პისტონზის“ პირველი მოგებაა. ათი ტურის შემდეგ, „დეტროიტს“ მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებლი აქვს (5/5) და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაშია.

მომდევნო შეხვედრას „პისტონზი“ „ფილიპს არენაზე“, „ატლანტა ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები