პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მოუწოდა გულშემატკივრებს, თავი შეიკავონ მოედანზე შესვლისგან პორტუგალია-საქართველოს ბოლო ჯგუფური მატჩის დროს, რომელიც დღეს გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ რონალდო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ამიტომ მწვრთნელი მოუწოდებს გულშემატკივრებს, არ გაიმეორონ თურქეთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, როდესაც არაერთმა ფანმა შეაღწია სტადიონზე, რათა ლეგენდარულ ფეხბურთელთან ფოტო გადაეღო.
„ის გუნდში 20 წელზე მეტი ხნის მანძილზეა. მან იცის, რას ნიშნავს გულშემატკივარი. არა მხოლოდ პორტუგალიელი გულშემატკივარი, არამედ ზოგადად. იმედი მაქვს, მოედანზე შევარდნები არ იქნება, ეს არ არის კარგი ფეხბურთისთვის. ეს არ არის ის, რისი ნახვაც დღეს გვინდა“ – განაცხადა მწვრთნელმა. ინფორმაციას გამოცემა “მირორი” ავრცელებს.