ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ, ისტორიული გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო – ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.მან პენალტი ზუსტად შეასრულა.