LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ გიორგი მამრდაშვილით. ის არის მეკარე, რომელსაც შეუძლია თამაშები მოგაგებინოს“ – „ვალენსიას“ ყოფილი მწვრთნელი

203
ხოსე ბორდალასი

საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ ყოფილი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი აცხადებს, რომ „გიორგი მამარდაშვილი არის მეკარე, რომელსაც შეუძლია ქულები მოგაპოვებინოს, მეტოქის შანსები გაანეიტრალოს და თამაშები მოგაგებინოს“. MARCA-სთან ინტერვიუში ბორდალასი აღნიშნავს, რომ ამაყობს გიორგი მამარდაშვილით და ასევე იმ ფეხბურთელებით, რომლებზეც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფსონი დადო.

„ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა „ვალენსიაში” გადმოვიდა. საწყის სავარჯიშო სესიებში ვნახე, რომ დამაჯერებელი და სწრაფი იყო. ენას არ ფლობდა. ამასთანავე, ლოგიკური სირთულეები ჰქონდა, რაც უცხო ქვეყანაში პირველად ჩამოსვლას უკავშირდება. სწრაფად აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და დიდი პოტენციალი ჰქონდა.

გადავწყვიტე ლა ლიგის პირველივე ტურში მეთამაშებინა. ეს ძალიან აშკარა იყო, თუმცა ორი ისეთი მეკარე გვყავდა, რომელთაც ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ბევრი ფიქრობდა, რომ ძალიან რისკიანი ფსონი დავდე. ეჭვები კლუბშიც არსებობდა, თუმცა ჩვენ გვყავდა ბიჭი, რომელიც თავდაჯერებას იძენდა.

ის არის მეკარე, რომელსაც შეუძლია ქულები მოგაპოვებინოს, მეტოქის შანსები გაანეიტრალოს და თამაშები მოგაგებინოს. ყველა თანაგუნდელსა და მთელ გუნდს უსაფრთხოების განცდას აძლევს.

მამარდაშვილით და ყველა იმ ბიჭით ვამაყობ, რომლებზეც ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფსონი დავდე. მომწონს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა, ვინც ამ შანსს იმსახურებს. პატივია ხედავდე რამდენი კლუბი იღებს საფეხბურთო და ფინანსურ სარგებელს კონკრეტული ფეხბურთელის ნიჭის განვითარების შემდეგ, მამარდაშვილის კარიერაც ამის მაგალითია.

ესპანეთისთვის გოლის გატანა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელები მას კარგად იცნობენ, რადგან მამარდაშვილი ლა ლიგაში თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან რთული იქნება.

ის ძალიან მიმღები ბიჭია, ყოველთვის ცდილობდა პროგრესირებას. უსმენდა სამწვრთნელო სტაფის წევრებს, მე, ოჩოტორენას („ვალენსიას” მეკარეების მწვრთნელი), ყველას, ვინც მასზე ფსონის დადება გააგრძელა. მას შემდეგ რაც „ვალენსიაში” გადმოვიდა, პირველი დღიდან მოყოლებული დიდი პროგრესი ჰქონდა“, – აცხადებს ბორდალასი.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

ინტერვიუს თარგმანი ეკუთვნის „კრისტალსპორტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g