LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი ასწია და მოკლა“ – აითაჯ შახმაროვას მამა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

249
ისა შახმაროვი

დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლო სხდომას ესწრებოდა აითაჯის მამა, ისა შახმაროვი, რომელმაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა და განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც აღნიშნულ საქმეში დამნაშავეა:

„ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება, ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი ასწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, – განაცხადა აითაჯ შახმაროვას მამამ.

ცნობისათვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვა გასული წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოკლეს.

პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედებოდა ბრალად.

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანის დედა და ბიძაც. მათ რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g