LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი ორი კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს“ – შოთა არველაძე

145
449679233_1006827770810713_1340740074222161801_n (2)

შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ბიჭებს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა უხდის.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი ორი კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია. მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცესა და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის შენარჩუნება და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრსა და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ”, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g