LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, რიონთან ნაპოვნი ცხედარი ნინიკო გიორგაძეს ეკუთვნის, რომელსაც ოჯახი 26 ივნისიდან ეძებდა

233
ნინიკო გიორგაძე

ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. ის ერთი კვირის წინ დაკარგული ქუთაისელი, 20 წლის ნინიკო გიორგაძეა.

ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა.

ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსრკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g