LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

167
კახაბერ ზურაბაშვილი (1)

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვას, დაღუპულის ახლობლების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაკრძალვის ცერემონიამდე, კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

„ვიდეოს გადაღება მინდოდა, რა კარგად მოძრაობს ჰაერში მეთქი.. ისე კარგად დაფრინავდა… მერე ბოლი შევნიშნეთ..“ – რას ჰყვებიან სუ-25-ის ჩამოვარდნის თვითმხილველები

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები