LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი… მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა“ – ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე

161
ირაკლი ქადაგიშვილი

„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს სურთ, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიონ.

„ქართველები არ გამოდიან ქუჩაში რაღაც სოციალური მიზნის მისაღწევად… მასობრივად, ქართველი სწორედ სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდის… ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ“ – პრეზიდენტმა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა

„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს არცერთი პრინციპით უკან არაფერზე დაუხევია. ის, რომ გამჭვირვალობა ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვიღაცას მართლა სურს, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიოს“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები.. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g