LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ცხვირიდან სისხლდენის უხშირესი მიზეზები ბავშვებსა და მოზრდილებში

2377
page

ამჯერად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ხშირ სიმპტომზე, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მოდით ვნახოთ, რა იწვევს ამას უხშირესად ბავშვებსა და მოზარდებში:

ბავშვებში პირველ მიზეზად მიიჩნევა ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება.

მიზეზებს შორის უდავოდ მეორე ადგილზეა С ვიტამინის დეფიციტი.

ასევე მიზეზებს შორისაა სუსტი იმუნიტეტი გადატანილი ვირუსული ინფექციების შემდგომ.

ძალიან მშრალი ჰაერი შენობაში, შესაძლოა გახდეს ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი.

ასევე გადახურება მზეზე არის ცხვირიდან სისხლდენის რისკ-ფაქტორი.

ჰემოფილია, ანუ გენეტიკური დაავადება. გაითვალისწინეთ, რომ თუ სისხლდენა გრძელდება 15 წუთს, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო.

რაც ეხება მოზარდებს, აქ უმთავრეს მიზეზებს შორისაა, ფიზიკური ტრავმა, ცხვირის დაზიანება.

მეორე მიზეზი გახლავთ ვირუსული გაციება და გრიპი.

ჰორმონალური დისბალანსი ასევე ცხვირიდან სისხლდენის მიზეზია.

ფსიქოემოციური სტრესი საკმაოდ ხშირი მიზეზია ამ ჩივილის.

რაც ეხება უფროსებს, აქ მოწინავე მიზეზებს შორისაა ჰიპერტონია ანუ მაღალი წნევა.

ალერგიული რინიტი ასევ ხდება ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი.

ჰაიმორიტს აქვს მსგავსი სიმპტომის განვითარების წინაპირობა.

ცხადია აქაც წამყვანია გაციება, გრიპი და ფრონტიტი. 

ნერვული სტრესის მოზრდილებში შესაძლოა გახდეს ამ უსიამოვნო სიმპტომის მიზეზი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g