LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: „ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი“

128
პაველ ჰერჩინსკი

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.

კონფერენციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. ევროკავშირის ელჩის თქმით, „ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი“.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის გაფართოებაზე. ძალიან მიხარია, რომ თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და მეცნიერი, რათა განიხილონ გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა.

მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირმა მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელობა დიდი ამბიციებით დაიწყებს მუშაობას.

გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები