ქროსოვერი Kia Niro მსოფლიოში ყველაზე ეკონომიურ ჰიბრიდულ ავტომობილად დაასახელეს. ავტომობილმა მთელი აშშ – ნიუ-იორკიდან ლოს ანჯელესამდე გადაკვეთა. მიღწევა გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დააფიქსირა.
ყველგანმავალმა 3715 მილი გაიარა და მხოლოდ 48,5 გალონი ბენზინი – 183,6 ლიტრი დაწვა, ამ მაჩვენებლით Kia Niro-ს საშუალო წვამ ას კილომეტრზე 3,07 ლიტრი შეადგინა.
Kia-ში აღნიშნეს, რომ გარბენში სტანდარტული ქროსოვერი მონაწილეობდა, რომელსაც არანაირი მოდერნიზაცია არ გაუვლია.
Kia-ს პირველი სერიული ყველგანმავალი ჰიბრიდული ძრავით 2016 წლის თებერვალში გამოჩნდა, სრულამძრავიანი ქროსოვერი დაკომპლექტებულია 1.6 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითა და 43 ძალიანი ელექტროძრავით, რომელთა სუმარული სიმძლავრე 148 ცხენის ძალას შეადგენს.