LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – „სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელს ქვეყანას, გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“

5681
ხვიჩა ხოჯავა

ახალგაზრდა მომღერლის, ხვიჩა ხოჯავს უეცარ გარდაცვალებას მისი უამრავი მეგობარი, ახლობელი და კოლეგა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსებით ეხმიანება.

„ერის ტკივილო, შენ გული როგორ გაგიჩერდა“ – მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა

ხვიჩა ხოჯავას ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მუცლის აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე სოციალურ ქსელში წერს მისი ახლობელი მაცაცაო ხოჯავაც და სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„ძალიან დამწყვიტა გული.. უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი სტილი, მანერა და იყო უსაყვარლესი ადამიანი“ – პანო მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებაზე

„ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველო! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის.

მაპატიეთ, თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც, არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს…

ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს პოსტის დაწერა… უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს. (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე)

უსაშინელესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელს ქვეყანას… გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა… არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს… გაიგეთ, შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით! ხვიჩა დაიღუპა მუცლის აორტის ანევრიზმით.

P.S. სამწუხაროდ, არ მგონია იმის მარჩიელობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს და დეზინფორმაციების გავრცელება, თუ რით დაიღუპა ხვიჩა, ვიდრე ის, რომ მართლა გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“, – წერს ხვიჩა ხოჯავას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

„სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ გმირებს მივუძღვენი“- ხვიჩა ხოჯავა

ნაცნობებო,უცნობებო,ახლობლებო,მეგობრებო,სრულიად საქართველოვ!ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის…

Posted by Macaco Xojava on Sunday, July 14, 2024

„90-იან წლებში, წვეულების შემდეგ, ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს.. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით.. დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა“ – ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g