საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ძალიან ამაყია, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის არის“.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს მიქაუტაძე.