„მე ვარ 21 წლის და მგონია, რომ ჯერ ღალატის გამოცდილება არ მაქვს. ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც მეტკინა და ძალიან განვიცადე, ამიტომ ვწუხვარ თუ ვინმეს მსგავსი გამოცდილება აქვს…“ – ამის შესახებ მომღერალმა, მარიამ შენგელიამ „პრაიმ შოუს“ ეთერში ისაუბრა. მან გადაცემაში პირად ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ ერთი წელია შეყვარებულია, მისი რჩეული კი 30 წლის მამაკაცია.
მომღერალმა იმედი გამოთქვა, რომ ღალატს მის ცხოვრებაში ადგილი არასოდეს ექნება:
„მე ვარ 21 წლის და მგონია, რომ ჯერ ღალატის გამოცდილება არ მაქვს, ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც მეტკინა და ძალიან განვიცადე, ამიტომ ვწუხვარ თუ ვინმეს მსგავსი გამოცდილება აქვს…
არ ვამოწმებ სოციალურ ქსელებს არასოდეს, ვინ „დაალაიქა“, ვინ გამოიწერა, ეს მგონია, რომ მარაზმია, ჩემთვის ტოქსიკურია…
მე ერთი წელია შეყვარებული ვარ, მაქვს ურთიერთობა 30 წლის ადამიანთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ადამიანი, იცის ცხოვრებაში რა უნდა. დიდი იმედებს არ ვამყარებ, შეიძლება ცხოვრებაში ვინმემ გიღალატოს, თუმცა ყველაფერი მაინც გამოცდილება და ასაკია. იმედია ღალატს არ გამოვცდი“ – თქვა მომღერალმა.
ცნობისთვის, მარიამ შენგელიას რჩეული მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.
💔❌ არ ვამოწმებ არასდროს ვინ დაალაიქა, ვინ გამოიწერა…💔❌ არ ვამოწმებ არასდროს ვინ დაალაიქა, ვინ გამოიწერა… ჩემთვის ეს ძალიან ტოქსიკურობაა! ✨მარიამ შენგელია – მომღერალი #პრაიმშოუში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024