LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვისურვებდი, მხოლოდ მე ვიყო და მე მტკიოდეს, რასაც ჰქვია შვილის მონატრება“ – ბერი ანდრიას დედა თინათინი

257
ბერი ანდრიას დედა

გადაცემაში „სხვა რაკურსი“, რომლის გასული ეპიზოდიც მონატრების თემას მიეძღვნა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა საკუთარ მონატრებაზე ისაუბრეს.

„სხვა რაკურსს“ სტუმრობდა ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, ბერი ანდრიას დედა თინათინიც, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე, აფხაზეთიდან დევნილობასა და გარდაცვლილ შვილზე, ბერ ანდრიაზე ემოციურად ისაუბრა:

„ჩემს ცხოვრებაში მონატრება 21 წლიდან დაიწყო. სოხუმელი ვარ, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, 21 წლის ვიყავი. ომის ვეტერანი ვარ, მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ომში შევქმენით, ორსულად ვიყავი, როდესაც 9 დღე და ღამე უღელტეხილზე გადმოვდიოდით, მამა ანდრია სვანეთში დაიბადა.

თავიდან მენატრებოდა სოხუმი, მენატრებოდა სახლი, მენატრებოდა ჩემი პროფესია – სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, მენატრებოდა სცენის მტვერი, ოვაციები, აპლოდისმენტები, გასტროლები, ძალიან მხიარული და ფერადი ცხოვრება მქონდა…

ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე საშინელი მონატრება… უკვე 13 წელია, რაც ამ ტკივილით ვცხოვრობ. ეს მონატრება იმდენად გრღღნის და გაცარიელებს, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ… ჩემი ერთადერთი შვილის შემდეგ, კიდევ 157 შვილი გავაცილე და ისინიც მენატრებიან…

ვისურვებდი, რომ მხოლოდ მე ვიყო ასეთი და მხოლოდ მე მტკიოდეს ასე ძალიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, არაფერი შეედრება ტკივილს, რომელსაც შვილის მონატრება ჰქვია“, – ამბობს ბერი ანდრიას დედა თინათინი.

ვისურვებდი, მხოლოდ მე ვიყო და მე მტკიოდეს, რასაც ქვია შვილის მონატრება

ვისურვებდი, მხოლოდ მე ვიყო და მე მტკიოდეს, რასაც ქვია შვილის მონატრება • გადაცემაში სტუმრად ბერი ანდრიას დედა თინათინი – ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი • 🔗 მონატრება "სხვა რაკურსში" • #სხვარაკურსი #აქიმედია #დარჩიიმედზე #იმედიგვაერთიანებს

Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g