ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მშობლების შესახებ საუბრობს.
„მიყვარხართ ჩემო მშობლებო და მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობენ ჩემით, რადგან ყველანაირად ვეცადე გამემართლებინა მათი მოლოდინები.
მამაჩემს არ უთაკილია არცერთი საქმე იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვყოფილიყავით. ვამაყობ მისით. მამამ უდიდესი მაგალითი მომცა იმისა, რომ შენი ოჯახისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო…“, – ამბობს გიორგი გველესიანი.