LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… ქორწილი ვერ დავგეგმეთ“ – როგორ შეიცვალა ლევან საგინაშვილის, იგივე „ჰალკის“ ყოველდღიურობა რჩეულთან თანაცხოვრების შემდეგ

563
ლევან საგინაშვილი

„სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამის შესახებ ლევან საგინაშვილმა, იგივე ჰალკმა გადაცემა „დღის პოსტში“ ისაუბრა.

ჩემპიონმა პირადი ცხოვრების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ორი წელია რჩეულთან, ლელა ჯამასპიშვილთან ერთად ცხოვრობს, ქორწილის დაგეგმვას კი უახლოეს მომავალში ფიქრობს.

„კარგია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან მივლის, ძალიან მიყვარს. მე და ლელა ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ქორწილი ვერ დავგეგმეთ, თან დიდად დღესასწაულები არ მიყვარს, ჩემს დაბადების დღესაც არ ვიხდი ხოლმე. ვფიქრობ ვიწრო წრეში ქორწილს, თუმცა ასეც არ გამოდის… ალბათ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ…

ლელა მიმზადებს საჭმელს, მაგრამ უფრო გარეთ ჭამა მიყვარს…

ლელას დამსახურებაა, რომ მე ერთი წლის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია, გავიარე, მან თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო და მთლიანად ჩემზე გადმოერთო…

სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი“ – ამბობს ლევან საგინაშვილი.

ცნობისთვის, ყველასთვის საყვარელი, მკლავჭიდის სუპერ მძიმე წონის ჩემპიონის რჩეული ლელა ჯამასპიშვილია.

👩‍❤️‍👨💝როგორ შეიცვალა ჰალკის ცხოვრება დაქორწინების შემდეგ??

👩‍❤️‍👨💝როგორ შეიცვალა ჰალკის ცხოვრება დაქორწინების შემდეგ?? 🔹სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი – ლევან საგინაშვილი 🔹დედაჩემის დღემდე მეშინია – ლევან საღინაშვილი 🔹დიდიხანია, თავს ვებრძვი, რომ საჭესთან არ გავბრაზდე… #ლევანსაგინაშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ორშაბათი, 22 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g