LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

373
თსსუ

2024 წლის 19 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება. 

ცერემონიას დაესწრნენ საპატიო სტუმრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ  პაპუკაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თეა გიორგაძე.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა თამარ გაბუნიამ; მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა ყიფიანმა; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ზარნაძემ;  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ. 

თსსუ-ის კურსდამთავრებულთა ცერემონიაზე თითოეული ფაკულტეტის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე  სტუდენტები საპატიო სტუმრებმა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა თამარ გაბუნიამ; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ  პაპუკაშვილმა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თეა გიორგაძემ  და თსსუ-ის ადმინისტრაციამ: რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა; კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ; ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებმა სცენაზე სიმბოლურად მანტიებით შემოსეს.

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ და საპატიოდ დადეს ფიცი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!

magti 5g