LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ნაბოლარას დაბადების დღეა დღეს!!! ჩემი ახდენილი ოცნებაა ეს ბიჭი“ – თათია შარანგიას უთბილესი სიტყვები იუბილარ შვილს

329
თათია შარანგია

პიანისტისა და ტელეწამყვანის თათია შარანგიას უმცროსი შვილი იუბილარია.

ანდრია 7 წლის გახდა.

ამ დღესთან დაკავშირებით თათია შარანგია სოცოიალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი ნაბოლარას დაბადების დღეა დღეს!!! ჩემი ახდენილი ოცნებაა ეს ბიჭი! ჩემი ანდრი! 💜 ახლაც მახსოვს, 7 წლის წინ როგორი სიხარულით მივდიოდი სამშობიაროში, შენს ამ ქვეყნად მოსავლენად. ზუსტად ვიცოდი, რა ბედნიერება მხვდა წილად შენი დედობის სახით! დღეს ჩვენი დაბადების დღეა!!! 💜💜🎉🎉🥂🥂
ჯანმრთელობას, ბედნიერებას, იღბალს და ღვთის წყალობას გისურვებ დე. რაც დაბადების წამს გინატრე, სულ თან დაგყვება მაინც“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g