LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის განუმეორებელი ჯანსუღ კახიძის სიმღერა ბათუმზე… ვცდილობთ, შინაგანი სითბო მივანიჭოთ ჩვენს მსმენელს. საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს“- „ქართული ხმები“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

154
ქართული ხმები

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს „ქართული ხმების“ უფროსი თაობის წარმომადგენელი ზურაბ ლოლაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „ბათუმო“ წარუდგინა და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

ბატონო ზურაბ, მოგვიყევით „ქართული ხმების“ ახალ ნამუშევარზე „ბათუმო“.

ეს არის განუმეორებელი ჯანსუღ კახიძის სიმღერა ბათუმზე. ლექსი, ასევე, განუმეორებელი პოეტის, ზურაბ გორგილაძისაა. არანჟირება ზაზა მარჯანიშვილმა და ვასიკო დოლიძემ გააკეთეს.

ვცდილობთ, შინაგანი სითბო მივანიჭოთ ჩვენს მსმენელს. საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, გაქვთ თუ არა დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებები?

23 აგვისტოს, ვიქნებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში და გეპატიჟებით ყველას, დასწრება თავისუფალია. კონცერტზე წარმოვადგენთ იმ ჰიტებს, რომლებიც 35 წლის განმავლობაში დაგროვდა, რომელიც ხალხს უყვარს.

24 აგვისტოს, ქობულეთის „კულტურის სახლში“ წარმოვადგენთ უკვე აბსოლუტურად სხვა პროგრამას. იქნება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“. დასწრება ასევე თავისუფალია.

ქართული ხმები (უფროსი თაობა) – ბათუმო

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები