LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე, მუსიკალური სიურპიზები და ლეგენდარული მომღერლის საოცარი შესრულება

2325
ნანი ბრეგვაძე

„შატო მუხრანის“ სივრცეში 21 ივლისს, ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი გახლდათ ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკალური პროგრამის კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი მარინა ბერიძე, სცენარისტი და კრეატიული პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე.

ფოტო: ConceptArt • კონცეპტArt @datoshalikashvili

საღამოს მონაწილეები გახლდნენ ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, კორძი, გიორგი ცაგარელი, სტეფანე, ბექა გოჩიაშვილი, ლაშა დეისაძე, ნიკალა ზუბიაშვილი.

შესრულდა ნანი ბრეგვაძის მრავალწლიანი რეპერტუარიდან შესანიშნავი კომპოზიციები და საზოგადოებამ იხილა არაერთი მუსიკალური სიურპრიზი, მათ შორის, ეკა მამალაძისა და გიორგი გიგაშვილის დუეტი ჯუმბერ ამანათაშვილის სიმღერაზე – „გოგოვ, გოგოვ, შავთვალა“.

რასაკვირველია, საღამოს არ ჩაუვლია ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს დუეტის გარეშე.

საღამოს დედოფალმა, რა თქმა უნდა, თავისი ლეგენდარული ხმა არაერთხელ ააჟღერა…

კონცერტს მუსიკალური ნაწილის გარდა, თან ახლდა საინტერესო გამოსვლები, მომღერლის შვილიშვილის, ნატალია ქუთათელაძისა და თავად საღამოს მთავარი გმირის მხრიდან.

„თითოეული თქვენგანი არის განსაკუთრებული ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან ამაღელვებელი დღეა და ეს არ გაგიკვირდებათ. ეხება ჩემს საყვარელ ადამიანს, ნანის, მისი ასაკიც არ არის სახუმარო… ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას…“, აღნიშნა ნანიმ.

„რასაკვირველია, ის ხმა და მისი სიძლიერე აღარ მაქვს… მინდოდა, რომ გესიამოვნათ დღევანდელი დღით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის…“, დასძინა ნანი ბრეგვაძემ და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა შეკრებილი საზოგადოებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები