21 ივლისს, „შატო მუხრანში“ გამართული დიდი ღონისძიების შემდეგ, ნანი ბრეგვაძემ 90 წლის იუბილე ამჯერად უკვე ვიწრო წრეში, თავის ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად აღნიშნა.
რასაკვირველია, წვეულებას არ ჩაუვლია მუსიკალური ნომრების გარეშე. ინსტრუმენტთან ერთმანეთს ცვლიდნენ ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი გიგაშვილი და კორძი, ლეგენდარული ნანი კი, რასაკვირველია, თავისი ხმით ატკბობდა შეკრებილ საზოგადოებას.
შესანიშნავი საღამოდან ვიდეომასალა მაკა მიქაძემ გაგვიზიარა სოციალურ ქსელში.
ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეს სადღესასწაულო ტორტის გარეშე არ ჩაუვლია. ნანიმ რეპერტუარიდან გამორჩეული კომპოზიცია „ჩავაქრე სანთელიც“ შეასრულა…
