LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „მე უნდა შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე კარგ ვაჟკაცს, შეგვყვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა…“

1469
4c00a002-5aee-4861-ad49-d10ad01bf6c0

ლეგენდარული მომღერალი, ნანი ბრეგვაძე ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს მეუღლეს, მერაბ მამალაძეს და მასთან ურთიერთობის დეტალებს. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

„მჯერა, რომ რაც ხდება ცხოვრებაში, აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. მე უნდა შევხვედროდი მერაბ მამალაძეს, კარგი გარეგნობის მქონე კარგ ვაჟკაცს, კარგი ოჯახის შვილს, შეგვყვარებოდა ერთმანეთი და შეგვძენოდა ეკა. ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გაგსტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთრგუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათსა და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.

მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში ისევ დავშორდით და უკვე სამუდამოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები