„პირველი არხის“ გადაცემას „ახალი დღე“ ესტუმრა მომღერალი ეკა მამალაძე, რომელმაც დედის, ნანი ბრეგვაძის დაბადების დღის შესახებ ისაუბრა – ლეგენდარულ მომღერალს 21 ივლისს 90 წელი უსრულდება.
„უხარია, რომ ჯანმრთელად არის და ხვდება დაბადების დღეს. ნანის დაბადების დღისთვის ჩვენ უფრო ვემზადებით ხოლმე, ვიდრე თავად ნანი. ნანის უხარია ადამიანების მხრიდან მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ამას წინათ მითხრა, ალბათ, მართლა ძალიან ბედნიერი ქალი ვარო. ამას რომ იტყვის ადამიანი, ეს ძალიან კარგია. ნანი სულ პოზიტივით ცხოვრობდა… ამას თვითონ ქმნიდა, სხვათა შორის. ბევრი რამ იყო, როგორ შეიძლება, იცხოვრო 90 წლამდე და წყენა არ იყოს, მაგრამ თავად ამშვიდებდა თავის თავსაც და სხვებსაც… მოვლენებს უყურებს არა გამწარებული და გაბრაზებული, არამედ ხსნის ამას… მე უფრო ფიცხი ვარ, ნანი მამშვიდებს ხოლმე…
დაბადების დღეს რაც შეეხება, „შატო მუხრანში“ გაიმართება. ცოტა ადამიანზეა გათვლილი. ეს იქნება დაბადების დღის აღნიშვნა…“
