ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს 90 წელი შეუსრულდა. 21 ივლისი მისი დაბადების დღეა. ნანის განსაკუთრებულად ულოცავენ მისი კოლეგები და მეგობრები. მათ შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც წერს:
„ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ისტორიული და ყველაზე მ ა გ ა რ ი მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს გახდა 90 წლის!!! უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მასთან სიახლოვე და მეგობრობა რომ მხვდა წილად! ძვირფასია ჩემთვის მისი საოცრად თანამედროვე ხედვა, მისი გემოვნება, სისადავე… გენიალურია ყველა გაგებით, მარტო ის რად ღირს, რომ რეზო ლაღიძე, არჩილ კერესელიზე, გია ყანჩელი, გოგი ცაბაძე, გურამ ბზვანელი, ვაჟა აზარაშვილი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და ყველა ჩვენი დიდი ავტორები უშუალოდ მისთვის წერდნენ უნიკალურ “სტანდარტებს”… დიდი პიროვნების იუბილეა დღეს, ადამიანის, ვინც ახალ წელს ახალგაზრდებთან მივიდა რუსთაველზე თანადგომისა და თანაგრძნობის გამოსახატავად! ადამიანის, ვინც შექმნა ქართული სიმღერის და რომანსის შესრულების მიუწვდომელი თამასა! მოდით ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ბევრი სიკეთე, რასაც ის იმსახურებს მუსიკის წინაშე შეუდარებელი დამსახურების გამო!!!“
მწერალი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ ქალბატონი ნანის პირადად გაცნობის პატივი ახლახან ხვდა წილად:
„ნანი ბრეგვაძე გავიცანი ახლახან და რაც გავიცანი, კიდევ უფრო ზუსტად დავრწმუნდი რა არის მისი სიდიდის მთავარი ნიშანი – სამოცდაათ წელზე მეტია, მას ძალდაუტანებლად ჰქვია – თანამედროვე.
დღეს 90 წლის გახდა“.
ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს დათო ოქიტაშვილი:
„ნანი, ქართული ესტრადის ლეგენდა უკვე 90წლისაა!>.
თითქმის 70 წელია სცენაზე დგას ნიჭიერი, ამაყი და უცვლელად ლამაზი.
ვულოცავ 90 წლის იუბილეს ნანის, ეკას და სრულიად საქართველოს!..
უდიდესი პატივია, რომ ჩვენი ქვეყნის შვილია და მსოფლიოს გააცნო საქართველო.
მეამაყება, რომ უხსოვარი დროიდან მის გამორჩეულ მეგობრად ამირჩია და ასე იქნება მარადიულად.
ნანი მიყვარხარ!..“
ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე:
„21 ივლისი
ნანი 90 ![]()
ძალიან მინდა დიდხანს გვყავდეს სიყვარულითა და მშვენიერებით სავსე…“
ტელეჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი თავის მილოცვას გვიზიარებს:
„ნანი საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 9612 ადამიანს ჰქვია, თუმცა ეს სახელი პირველად სწორედ მას დაარქვეს, 90 წლის წინათ. 1930-იან წლებში როცა ნიკოლოზ შენგელაია “ნარინჯის ველს” იღებდა ეს სახელი მთავარი გმირისთვის გამოიგონა, რომელსაც ნატო ვაჩნაძე თამაშობდა… ამ ფილმში იღებდნენ ნანი ბრეგვაძის მამასაც, გადასაღებ მოედანზე ხშირად იყო ნანის დედა, რომელიც შვილს ელოდებოდა…
ქართული კინოს ყველაზე დიდი კინოვარსკვლავის პერსონაჟის სახელი იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის და სულ მალე ქართულმა სცენამ ყველაზე დიდი ვარსკვლავი შეიძინა – შესრულებას უსმენ, ფიქრობ, თუ როგორ გაგვიმართლა ყველას, რომ ნანი ბრეგვაძის დროში ვცხოვრობთ და რომ… ის აქ არის!
ნანის 90 წელს გაუმარჯოს!..
რამდენიმე ისეთი რჩევა მოუცია და ისეთ დროს შევუქივარ, რომ სულ ჩემთან იქნება…“
ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეც:
„არტისტული სიბრძნის და მარადიული ელვარების მაგალითი. ქართული მუსიკის მუზა 90 წლისაა, ნანი, მიყვარხარ“.
