„მარტივი თეფშის“ სტუმარი გახლდათ ნატალია ქუთათელაძე, რომელმაც ცნობილი ოჯახის შვილობაზე დასმულ კითხვას უპასუხა:
„აქ არ არის საუბარი ცნობადობაზე, სტატუსიდან გამომდინარე იყვნენ ყურადღების ცენტრში. აქ უფრო მნიშვნელოვანია ბებიების გრანდიოზული წარმატება, შრომისმოყვარეობა და სიძლიერე, როგორც მარტოხელა ქალების იმაზე მეტად, ვიდრე ნანი, როგორც ცნობილი მომღერალი. კი არ ვაკნინებ ამ პროფესიას, მაგრამ ჩემზე ამას უფრო დიდი გავლენა ჰქონდა. ეს არის მთავარი, რასაც ვეჭიდები. ჩემს ოჯახში ქალების სიძლიერე მნიშვნელოვანია, დედაჩემიც ადრე დარჩა მარტო და მამიდაჩემიც და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეს…“
