ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საიუბილეო კონცერტზე ამღერდა თავად ლეგენდა – ნანი ბრეგვაძე.
ასევე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“ მსმენელის წინაშე შესანიშნავად წარდგნენ.
კონცერტი მუსიკალურად გააფორმა ფესტივალის ორკესტრმა და ბენდმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ნანი შეუდარებელი და უკონკურენტოა ყველა ასაკში, დროსა და ეპოქაში“
„ბევრი ითქვა ქალბატონ ნანიზე, ახალს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ მინდა დიდხანს გაგრძელდეს ლეგენდა -„ნანი“
„შეუდარებელია ყველა ასაკში“
„ღმერთო, დიდხანს გვიცოცხლე“ – წერენ სოცქსელში.
