მომღერალი ეკა მამალაძე ქალიშვილზე, ნატალია ქუთათელაძეზე საუბრობს და აცხადებს, რომ სანამ ნატალია გაუჩნდებოდა, ზალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გოგო ჰყოლოდა.
ეკა მამალაძე აცხადებს, რომ ნატალიამ სიმღერა 9, 10 წლის ასაკიდან დაიწყო.
„გოგოზე ვოცნებობდი და ვაფრენდი, რომ მე უნდა გამიჩნდეს მეთქი… მართლა ცოტა ისე ვიყავი იცით, შეპყრობილები რომ არიან, როგორ მე ახლა ისე უნდა მოვკვდე, რომ გოგო არ მყავდეს?! და წარმოიდგინეთ, 30 წლის ასაკში გამიჩნდა ნატალიკო.
პატარა რომ იყო, თუ არ უნდოდა არავითარ შემთხვევაში არ იმღერებდა. ძალიან გვიან დაიწყო ნატალიამ სიმღერა. არც სკოლაში მღეროდა და უცბად, 9 თუ 10 წლის რომ ხდებოდა დაიწყო სიმღერა და დაიწყო.
ახლა ვარ ნატალიას დედა და გადასარევია!“, – აცახდებს ეკა მამალაძე.
