სპორტული კომენტატორი და მსახიობი, ნოდარ სიმსივე ჟურნალ „გზას“ თავისი პატარა გოგონას შესახებ ესაუბრება, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს…
– …ჩემმა პატარამ.
– როგორი გოგოა?
– საოცრად არტისტული. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ჩემზე ათასჯერ მეტის გაკეთებას შეძლებს. მგონია, რომ ნიჭიერი მსახიობი გამოვა.
– მამობამ რით შეგცვალა?
– სენტიმენტალური გავხდი. ბოროტი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პატარა ბავშვის ტირილს რომ გავიგებ, ძალიან განვიცდი. როცა სახლიდან გამოვდივარ, სულ ჩაფიქრებული დავდივარ, სულ ჩემი შვილის მონატრება მაქვს.
– ვრისკავ…
– …ხშირად. ჩემს პროფესიაში ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს, თამამ ნაბიჯებს ვდგამ. ჩემი რეპორტაჟის პირველივე ეთერი უკვე იყო ძალიან დიდი სიახლე, გამოწვევა. იყო ბევრი კრიტიკა, იყო ბევრი აგრესია. ამბობდნენ, რომ ვთამაშობდი, მაგრამ ღმერთს მადლობა, გამოხმაურების უმრავლესობა დადებითი გახლდათ.
– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე…
– …ემოციურობა და ფეთქებადობაა. უცბად შეიძლება გადავწყვიტო, რაღაც რადიკალურად შევცვალო. ჩემი სისუსტეა ის მიმნდობი ხასიათი, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანები ამით სარგებლობენ და მერე (პროფესიულ ენაზე რომ გითხრა) პენალტებს მირტყამენ.