LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი ივანიშვილზე ტერაქტის მომზადების საქმეზე: „მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა – ტერორისტული აქტი“

163
პესკოვი & ივანიშვილი

„მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა, ტერაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოქმედ პოლიტიკოსს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.

როგორც პესკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან TASS-თან საუბრისას დაამატა, რომ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა მათთვის მიუღებელია:

„მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის მცდელობას და მიუღებლად მიგვაჩნია.

ასევე ნახეთ

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ – ამის შესახებ ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა – ტერორისტული აქტი, მით უმეტეს, მოქმედ პოლიტიკოსზე – პოლიტიკური ზეწოლის ასეთი უკანონო, ძალისმიერი მეთოდების დანერგვა, მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტის თქმა არ შემიძლია“. – განაცხადა დმიტრი პერსკოვმა.

„საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გაწევრიანდეს თუ არა რომელიმე სტრუქტურაში“ – ზახაროვამ ОДКБ-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g