მეხუთე დღეა სვანეთში, ტყეში დაკარგულ ორ ახალგაზრდას ეძებენ, თუმცა ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება.
დაკარგულების ახლობელი, დავით ფარჯიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბიჭებმა ორი დღის წინ შეძლეს მესიჯის გაგზავნა. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„გამარჯობათ მეგობრებო 2700 მეგობარი მყავს აქ და ყველას დახმარება მჭირდება სასწრაფოდ გთხოვთ🙏 თუნდაც უბრალოდ გაკითხვით, ინფორმაციის გადაცემით . მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ, ან იცოდეთ რომ აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის … 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნე ლენტეხში ზემო სვანეთიდან . ანუ ბოლო კონტაქტიდან ორიდღეა გასული და არის იმედები, რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ ძებნაში“, – წერს დავით ფარჯიანი სოციალურ ქსელში.
უწყების თანახმად, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.