გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებსაც სამაშველო და მოხალისე ჯგუფები, ოჯახის წევრები და მეგობრები სვანეთში 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ იპოვეს.
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს – „ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია“
ტყიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი გვიჩიანმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს გზა არ აბნევიათ:
„ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა, შემდეგ ტყეს გამოვყევით და 5 დღე ვიარეთ, ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა – კემპინგი, თავგადასავალი…
ღამეს კარავში ვათევდით. კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, მაგრამ დათვის გამო გადავიფიქრეთ და ტყით ჩამოვედით, ბოლომდე ჩვენი ფეხით ჩამოვედით.
პირველივე ოჯახს ვკითხე, სად იყო მაღაზია, გვითხრეს, სავარაუდოდ, თქვენ გეძებენო“, – თქვა გიორგი გვიჩიანმა.
გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი"კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით. ტელეფონი დაგვიჯდა" | გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 26 ივლისი, 2024
ცნობისათვის, ახალგაზრდების დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა, მალევე დაიწყო ძებნა-შველის ოპერაციაც.
გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს ეძებდნენ სამაშველო ჯგუფები, მეგობრები და მოხალისე ჯგუფები, დღეს ძებნა-შველის ოპერაციაში ჩაერთო ვერტმფრენი.