ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი შესაძლოა, გაიზარდოს. ისრაელმა განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია „დაახლოებით 30 ჭურვი“, რომელიც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს.
ისრაელი თავდასხმაში ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს. თავად „ჰეზბოლა“ კი თავდასხმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.