სუდანური წარმოშობის ავსტრალიელი მოდელის, ადუტ აკეჩის პირად ცხოვრებაში სიახლეა.
მალე, 24 წლის მოდელი დედა გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ, მან Vogue-თან გაამხილა. გამოცემის ფურცლებზე, სამი თვის ორსული სუპერვარსკვლავი საოცრად გამოიყურება. ის და მისი ბოიფრენდი, სამუელ ელხირი მშობლები პირველად გახდებიან.
7 წლამდე პოდიუმის ახალი ვარსკვლავი მშობლებთან ერთად, სამხრეთ სუდანში ცხოვრობდა. გენოციდისა და სამოქალაქო ომის გამო, ოჯახი იძულებული გახდა ავსტრალიაში გადასულიყო. 16 წლის ასაკში, სწორედ იქ დაიწყო გოგონამ სამოდელო კარიერა.
აკეჩის დებიუტი ფართო აუდიტორიის წინაშე 2017 წელს, ივ სენ ლორანის ჩვენებაზე შედგა.