LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi ტყუილისთვის 4 მილიონი დოლარით დაჯარიმდება

33

იაპონიის მთავრობა კომპანია Mitsubishi Motors -ს საწვავის შესახებ ფალსიფიცირებული მონაცემების გავრცელების გამო 4,2 მილიონი დოლარით დააჯარიმებს. როგორც პორტალი Automotive News წერს, გადაწყვეტილება სამომხმარებლო საკითხებში სახელმწიფო სააგენტომ მიიღო.

Mitsubishi Motors თავისი ავტომობილების ეკონომიურობის შესახებ მონაცემების განგებ ფალსიფიცირებაში 2016 წლის გაზაფხულზე დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ციფრებით იაპონური კომპანია მთელი 25 წლის განმავლობაში მანიპულირებდა. არასწორი ინფორმაციის გავრცელება შემდეგ მოდელებს შეეხო: eK Wagon, eK Space, ასევე  Nissan Dayz Dayz Roox რომლებიც Mitsubishi-ს ქარხანაში იწყობა და სხვა.

”საწვავის ხარჯის შესახებ მონაცემების ფალსიფიცირება განზრახ ხდებოდა, საერთოდ არ მესმის, ასე რატომ ვიქცეოდით, თუმცა საკუთარ პასუხისმგებლობას ვაღიარებ” – განაცხადა Mitsubishi Motors-ის გენერალურმა დირექტორმა ტატსურო აიკავამ ფაქტის კომენტირებისას.

ავტოკომპანიამ იაპონიის სამართალდამცავ ორგანოებს საავტომობილო ცდების ამსახველი მასალა წარუდგინა, რომელიც ამერიკული სტანდარტების მიხედვით ტარდება. გარდა ამისა ფირმის წარმომადგენლები საწვავის ხარჯის გაზომვისას სპეციალურად ცვლიდნენ საბურავებში წნევას, რომ გადახრების მიმართ წინააღმდეგობის შემცირება გამოეწვიათ.

განცხადებიდან რამდენიმე დღეში Mitsubishi Motors-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარით შემცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები