LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება

122
ფუტკრები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

მეფუტკრეებს, პროგრამის ფარგლებში, სკების ღირებულების 50% დაუფინანსდებათ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს ფუტკრის არანაკლებ 10 ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

პროგრამის აუცილებელი პირობაა, პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).  

მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

magti 5g