LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის წოდება დაკარგა

68

კომპანია Toyota-მ პირველი ადგილი Volkswagen-ს დაუთმო. როგორც იაპონური მარკის მიერ გამოქვეყნებული გაყიდვების შედეგებით ირკვევა, 2016 წელს Toyota-მ მთელს მსოფლიოში 10 175 000 ავტომობილი გაყიდა, Volkswagen-მა კი 10 312 400 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა.

2015 წელთან შედარებით Toyota-ს გაყიდვების მოცულობა 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო  Volkswagen-მა გაყიდვების მოცულობა 3,8%-ით გააუმჯობესა. გერმანული მარკისთვის აბსოლუტური რეკორდი ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

გაყიდვების მიხედვით მესამე პოზიციას General Motors იკავებს, რომელმაც მსოფლიოს ბაზარზე 9,8 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები