LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილარიონ, ამაყობს საქართველო შენით, მადლობა ბრძოლისთვის!“ – როგორ ეხმიანება ვარლამ ლიპარტელიანი ილია სულამანიძის ოლიმპიურ ვერცხლის მედალს

170
ვარლამ ლიპარტელიანი

ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ილია სულამანიძის ფინალში ასპარეზობას და მოპოვებულ ვერცხლის მედალს ეხმიანება.

ვიდეო: „ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა“ – ილია სულამანიძე

ვარლამ ლიპარტელიანი ილია სულამანიძის ფოტოს „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს და წერს:

„ილარიონ, ამაყობს საქართველო შენით. მადლობა ბრძოლისთვის“, – წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოევს შეხვდა, სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„გული გვატკინეს, ინტერნეტსივრცეს რომ გადავხედე… ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ“ – რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g