რამდენიმე დღის წინ იურმალამ უმასპინძლა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „ლაიმა. რანდევუ. იურმალა 2024“. ფესტივალის დახურვაში, ლაიმა ვაიკულეს მიწვევით, ლატვიის ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ნინო ქათამაძემ, ნიკოლოზ რაჭველმა და სტეფანე მღებრიშვილმაც.
ქართველი მუსიკოსების იურმალაში სტუმრობის დროს, რუს მომღერალ ალა პუგაჩოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, რომლებსაც სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„არხების გადართვას დავუყევი და 90 % რუსული არხებია და რაღაც რუსული მუსიკალური არხები.
„პუგაჩოვასთან ფოტო რატომ გადაიღეო“ – ვინც აპროტესტებთ, ეგ ტვინის რეცხვა რაც გადის, ის გააპროტესტეთ, თორემ ის ქალი საქართველოს გულშემატკივარია და ვერ იტანს პუტინის რეჟიმს.
დევნილია რუსეთიდან.
რაც შეეხება იმ ფესტივალს, სრულიად ანტირუსული მუხტით იყო გაჟღენთილი.
ზოგი შემსრულებლის დროს, პუტინის საშინელი კარიკატურები გადიოდა და ზოგ შემსრულებელზე, მიტინგებს როგორ არბევენ, ის.
მე კი მიჩვეული ვარ ხან ლანძღვას და ხან რას, მაგრამ მაინც დავწერე, რა ვიცი“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.
არხების გადართვას დევუყევი და 90 % რუსული არხებია და რაღაც რუსული მუსიკალური არხები. პუგაჩოვასთან ფოტო რატომ გადაიღეო…
Posted by Stephane Mgebrishvili on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024