LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სპორტის ლეგენდამ, ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

330
ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ნინო სალუქვაძემ მისთვის მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.

მათივე ცნობით, ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში საკვალიფიკაციო გასროლაში იასპარეზა

ქართული სპორტის ლეგენდა ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში საკვალიფიკაციო გასროლაში იასპარეზა.

ნინო სალუქვაძე ისტორიაში განსაკუთრებული მიღწევის ავტორია, ის გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენი, რომელმაც 10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, კაცებში კი ასეთი ერთია – კანადელი ცხენოსანი იან მილარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის (10 ოლიმპიადა) ნინო სალუქვაძე გამოვიდა. მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ნინო ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციოშიც გამოვიდა და ფინალის საგზური ვერც მაშინ მოიპოვა.

ქართველ ლეგენდარულ სპორტსმენს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე.

ნინო სალუქვაძემ მისთვის მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ქართული სპორტის ლეგენდა ნინო სალუქვაძემ პარიზის…

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g