LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BYD-მ დიდი ფასდაკლებები გამოაცხადა: კლიენტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ

114
BYD-მ დიდი ფასდაკლებები გამოაცხადა კლიენტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ

BYD-მ ყველგანმავლებზე დიდი ფასდაკლებები გამოაცხადა და კლიენტები ძალიან გაბრაზდნენ. ივლისის ბოლოს სუბ-ბრენდმა Fang Cheng Bao პირველ მოდელზე – Leopard 5-ზე ფასი შეამცირა. ამიერიდან საბაზისო ვერსია 239 800 იუანი ეღირება, რაც საწყის ფასზე 50 ათასი იუანით ნაკლებია. კლიენტებს, რომლებმაც ყველგანმავალი პირველი პარტიიდან იყიდეს, მკვეთრად უკმაყოფილო რეაქცია ჰქონდათ და BYD-ს დილერებს იმპროვიზებული ფლეშმობიც მოუწყვეს.

ყველგანმავალზე გამოფენილი ბანერები იუწყებიან, რომ მყიდველებმა ერთ დღეში 50 ათასი იუანი დაკარგეს და ახალი BYD-ს ნაცვლად Tank უნდა ეყიდათ. კლიენტთა უკმაყოფილება ზუსტი სამიზნისკენაა მიმართული, სწორედ Great Wall-ის სუბ-ბრენდი წარმოადგენს BYD-ს მარკეტოლოგთა ინტერესს, რამეთუ ყველგანმავალი Tank პრემიუმ მოდელების სეგმენტში აბსოლუტური ლიდერია.

ფასების შემცირებაც Tank-ისთვის ბაზრის ნაწილის წართმევას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები