მომღერალი ნატო გელაშვილი ვაჟიშვილს იუბილეს ულოცავს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ნატომ გიორგის ბედნიერება უსურვა.
„ჩემ პირველ სიხარულს გაუმარჯოს. 27 წელი ერთგულად, უღალატოდ, მეგობრობით და უდიდესი სიყვარულით მოვყევით ცხოვრებას.
გიო ჭოხო შენ გაგიმარჯოს დე. იხარე და იბედნიერე შენს ანესთან და ლუკასთან ერთად… რაც შეგვეხება მე და ლუკას შენთვის აღმართულ კედლად გეგულებოდეთ ყველგან და ყოველთვის. მიყვარხარ…“, – წერს ნატო გელაშვილი.